პრეზიდენტმა „ანტიკორუფციულ კანონში“ ცვლილებების პაკეტს ხელი გარკვეული დათქმებით მოაწერა. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კანონში გარკვეული სახის ცვლილებები გაატაროს და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ პარლამენტმა დანიშნოს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუროს საგამოძიებო უფლებამოსილება მიენიჭოს. ამავდროულად, ოპოზიციონერებს ხელისუფლების მხრიდან რეკომენდაციების გათვალისწინების იმედი არ აქვთ. ისინი პრობლემის მოგვარების გზას ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ და ამბობენ რომ „ქართულ ქარტიაში“ ჩაწერილ გეგმას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეცვლილი ხელისუფლება განახორციელებს.