სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თვლის, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტი, გამოძიებას არ საჭიროებს. როგორც გრიგოლ ლილუაშვილი მედიასთან განმარტავს, გამოძიების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. საუბარია, 23 მაისს პრემიერ კობახიძის განცხადებაზე, რომელშიც მან ერთ-ერთი ევროკომისარი ირიბ მუქარაში დაადანაშაულა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კომისარი, ოლივერ ვარჰეი იყო, რომელმაც საქართველოს პრემიერის განცხადებას, კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა.