იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობის კანდიდატი- ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ რომ მათი საერთო კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მოქმედი პრეზიდენტი იყოს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გადაწყვეტილების გამოცხადებას ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს და საკითხის გარშემო შიდა პარტიულ კონსულტაციებს აანონსებს. პარალელურად ოპოზიციის ნაწილი თანხმდება რომ სალომე ზურაბიშვილის როლი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში ცალსახად დადებითი და პოზიტიურია. განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას საბოლოოდ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად მოევლინება.