ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში მოქალაქეებზე თავდასხმის არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული - რას ამბობენ ადამიანები, რომლებსაც შენიღბულმა ჯგუფებმა ჩასაფრება მოუწყვეს - Palitra News

ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში მოქალაქეებზე თავდასხმის არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული - რას ამბობენ ადამიანები, რომლებსაც შენიღბულმა ჯგუფებმა ჩასაფრება მოუწყვეს

2024-06-13 19:37:41+04:00

ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, სტუდენტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული. თავდასხმების ფაქტებს არასამთავრობო სექტორი და სტუდენტები მმართველ პარტიას უკავშირებენ და განმარტავენ რომ საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია, რაც მათივე შეფასებით საქართველოში სიტყვის თავისუფლების კოეფიციენტს მინიმუმამდე ამცირებს.