ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის განცხადებით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე, სტუდენტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის არც ერთი ფაქტი არ არის გამოძიებული. თავდასხმების ფაქტებს არასამთავრობო სექტორი და სტუდენტები მმართველ პარტიას უკავშირებენ და განმარტავენ რომ საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია, რაც მათივე შეფასებით საქართველოში სიტყვის თავისუფლების კოეფიციენტს მინიმუმამდე ამცირებს.