ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები - რა პასუხი აქვს მთავრობას - Palitra News

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დეტალურად და დროულად გამოიძიონ ძალადობისა და დაშინების დასაბუთებული აქტები - რა პასუხი აქვს მთავრობას

2024-06-13 15:39:05+04:00

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პეტერ სტანო მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წუხილს გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო. ამ განცხადებას მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უპასუხეს - შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ „მუქარისა და შანტაჟის“ ენით სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები საუბრობენ, რომლებიც ევროკავშირიდან ფინანსდებიან. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მესამე სექტორზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმები კიდევ უფრო ბრუტალური გახდა - მათივე შეფასებით, ძალადობრივ ქმედებებს „ქართული ოცნება“ აორგანიზებს.