ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ტყუილში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მინისტრმა პირობა მისცა, რომ ქვეყანაში წამლების დეფიციტი აღარ იქნებოდა, თუმცა, მათივე თქმით, მათთვის საჭირო მედიკამენტები გაყიდვაში ისევ არ არის. ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან ღია ფორმატში შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, ისინი გეგმავენ, რომ 17 ივნისს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართონ და არსებული პრობლემების შესახებ აცნობონ.