შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. მიზანი რაღა თქმა უნდა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და რუსეთისთვის ომის გაგრძელების უნარის შესუსტებაა. ახალი სანქციები ეხება ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად და ასევე უფრო მეტი ზეწოლის მოხდენა იმ უცხოურ ბანკებზე, რომლებიც მუშაობენ სანქცირებულ რუსულ ბიზნესთან. ეს ზომები ასევე მიზნად ისახავს რუსეთის ფინანსური სისტემის ჩამოშლას ქვეყანაში შესული ფულის შეზღუდვით. ამის საპასუხოდ, მოსკოვის ბირჟამ შეაჩერა ტრანზაქციები დოლარსა და ევროში. ომის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა სანქციები 4000-ზე მეტ რუსულ ბიზნესსა და ფიზიკურ პირს დაუწესა. თუმცა, რუსეთი მაინც ახერხებს ახალი მიწოდების ჯაჭვების მოძიებას. ახალი სანქციები მიზნად ისახავს შეეზღუდოთ კერძო პირებსა და კომპანიებს, ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და თურქეთში, რუსეთისთვის დასავლური საქნციების გადალახვაში დახმარება. ამერიკა აფრთხილებს უცხოურ ბანკებს, რომ მათ შეიძლება დაემუქროთ სანქციები, თუ ისინი აწარმოებენ ბიზნესს ნებისმიერ სანქცირებულ რუსულ სუბიექტთან. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტების მთავარი მიმწოდებელია. ამ ეტაპზე უკვე შვიდ ჩინურ კომპანიას დაუწესდა სანქციები რუსეთში მილიონობით დოლარის ღირებულების მასალის გაგზავნის გამო. შეერთებულმა შტატებმა ასევე სანქციები დაუწესა ჩინურ სახელმწიფო თავდაცვის კომპანიას რუსეთში სამხედრო ტექნიკის გაგზავნისთვის. შესაბამისად, აშშ აძლიერებს ზეწოლას ჩინეთის მთავრობაზე.