MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უძრავი ქონების აგენტების საქმიანობა არ რეგულირდება - Palitra News

MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უძრავი ქონების აგენტების საქმიანობა არ რეგულირდება

2024-06-13 13:37:32+04:00

უცხოური კაპიტალის ინტერესი ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორის მიმართ მცირეა, იპოთეკური სესხით ნაყიდი უძრავი ქონების წილმა კი საერთო გარიგებების თითქმის ნახევარი შეადგინა. MONEYVAL-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უძრავი ქონების აგენტების საქმიანობა არ რეგულირდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს გარემოება არ განიხილება სექტორის მოწყვლადობის დიდ წყაროდ, რადგან მათი როლი უძრავი ქონების გარიგებებში შეზღუდულია, კერძოდ, ნებისმიერი გარიგების რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროში. ამავე ანგარიშის თანხმად, ინვესტიციების ნაწილში შემდეგი მონაცემები გვაქვს: 2023 წელს სექტორში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 59,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოში ინვესტიციების საერთო მოცულობის მხოლოდ 3.7%-ია. „ამასთანავე, 2023 წელს საინვესტიციო ბინადრობა, უძრავი ქონების ფლობის საფუძვლით, მხოლოდ 157 პირის მიმართ გაიცა, ხოლო 68 პირს უარი ეთქვა ასეთი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. შესაბამისად, უცხოური კაპიტალის ინტერესი ადგილობრივი უძრავი ქონების სექტორის მიმართ მცირეა“, - აღნიშნულია დოკუმენტში. ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საცხოვრებელი სახლები მოწყვლადია უკანონო შემოსავლის ინვესტირების მიმართ, ვიდრე კომერციული ფართები. სახლის მესაკუთრე ხშირად იცვლება და მისი გადაყიდვაც ადვილია. ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შესყიდვის წილმა უძრავი ქონების გარიგებების საერთო რაოდენობაში 47% პროცენტი შეადგინა.