სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წლიურ ანგარიშს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში გამოსვლით სცადა ილუზიის შექმნა, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ოპოზიცია მიიჩნევს რომ უსაფრთხოების სამსახური მტრისთვის მკაფიო სახელის დარქმევას და რეალური საფრთხეების იდენტიფიცირებას არ ცდილობს. ოპოზიციისგან განსხვავებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის მმართველი გუნდი. მათი განცხადებით, უწყებამ გასულ წელს სახელმწიფო გადატრიალების თავიდან არიდება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება შეძლო.