ბრიტანულმა მუსიკალურმა ჯგუფმა MASSICE ATTACK-მა ბლექ სი არენაზე კონცერტი გააუქმა-მიზეზად ჯგუფი საქართელოს მთავრობის მიერ, ადამიანის უფლებებზე თავდასხმას ასახელებს.როგორც ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია- ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტ ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც MASSICE ATTACK-ი მხარს უჭრს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, გაუქმებული კონცერტი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ “ქართული ოცნება“ მიღებული რუსული კანონით აზიანებს საქართველოს იმიჯს და რეპუტაციას.მმართველი გუნდის ოპონენტები ვარაუდობენ რომ მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა უცხოელი ხელოვანების მხრიდან მსგავსი კამპანიის წამოწყება. სანამ კონცერტი გაუქმდებოდა, ქართველმა ხალხმა ჯგუფს ოფიციალური განცხადებით მიმართა. საზოგადოება ბენდს მოუწოდებდა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გაცნობოდნენ და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯი გადაედგათ.