შეეცდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კიდევ ერთი ვადით მოპოვებას - Palitra News

შეეცდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კიდევ ერთი ვადით მოპოვებას

2024-06-13 09:17:36+04:00

შეეცდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების კიდევ ერთი ვადით მოპოვებას,- ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ რომ მათი საერთო კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ მოქმედი პრეზიდენტი იყოს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გადაწყვეტილების გამოცხადებას ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევს და საკითხის გარშემო შიდა პარტიულ კონსულტაციებს აანონსებს. ოპოზიციურ სპექტრში თანხმდებიან რომ სალომე ზურაბიშვილის როლი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში ცალსახად დადებითი და პოზიტიურია.