ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს პრინციპების ერთგულება აღადგინოს - Palitra News

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს პრინციპების ერთგულება აღადგინოს

2024-06-13 09:16:36+04:00

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს პრინციპების ერთგულება აღადგინოს. უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსთან პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. დიალოგის საშუალებით გაიცა მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, როგორ უარყოფითად აისახება საქართველოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის დემოკრატიაზე, ევროპის გზაზე და ნიდერლანდებთან პარტნიორობაზე.