ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი “ნატოს“ ფარგლებში რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვას არ აპირებს. მისივე თქმით, “ნატოს” გარეთ ნებისმიერი ოპერაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთს ის გარანტიები მიეცა, რასაც ითხოვს. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ალიანსის მიერ უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს, მაგრამ ქვეყნის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად პერსონალს ან ფინანსებს არ გამოყოფს.