უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს დაარტყეს. უკრაინის გენშტაბი „ტელეგრამზე“ წერს, რომ დარტყმის შედეგად S-300 და S-400 კომპლექსების ორი რადარი განადგურდა. მესამე რადარის შესახებ ინფორმაცია კი ზუსტდება. გენშტაბის ცნობით დარტყმების სამიზნეს ბელბეკთან და სევასტოპოლთან ერთი S-300 და ორი S-400 სისტემა წარმოადგენდა. ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე უკრაინის მიერ განხორციელებული მეორე სარაკეტო დარტყმაა.