სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თუ ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლა სურს, მაშინ ისინი ამას შეძლებენ. პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციისგან მთელი დღის განმავლობაში რაიმე განცხადება არ მოუსმენია. შეგახსენებთ, დღეს, სომხეთის პარლამენტში მთავრობა დეპუტატების კითხვებს პასუხობს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.