საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში აგრძელებს - Palitra News

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში აგრძელებს

2024-06-12 19:39:47+04:00

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გერმანიაში აგრძელებს. გუშინ, 11 ივნისს, ქალაქ ფელბერტში, საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს ნაკრებმა პირველად ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 12-ი ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებსაც მონტენეგროსთან ამხანაგურ შეხვედრაში არ უთამაშიათ ან მცირე სათამაშო დრო მიიღეს. გუნდის სხვა მოთამაშეებმა აღდგენით სავარჯიშო პროცესში მონაწილეობა მიიღებს.