თბილისმა „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსი მოიპოვა - Palitra News

თბილისმა „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსი მოიპოვა

2024-06-12 19:38:47+04:00

თბილისმა „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“-ის სტატუსი მოიპოვა. სპეციალური კომისია თბილისს 10 ივნისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კომისიის წევრებმა დედაქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მუშაობის პრინციპის, სპორტის მიმართულებით არსებული პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების შესახებ მიიღეს.