გერმანიაში ირაკლი კობახიძის ვიზიტს პოლიტიკურ სპექტრში კრიტიკა მოჰყვა. უკრაინის აღდგენის კონფერენცია, რომელიც 11 ივნისს გაიმართა პრემიერ მინისტრმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. ხელისუფლების ლიდერის მხრიდან საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გაკეთებულ განცხადებებს მმართველი გუნდის ოპონენტები უარყოფითად აფასებენ. ქართულ ოცნებაში კი მიაჩნიათ რომ პრემიერმა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სოლიდარობა გამოხატა.