გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტი. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ქვეყნის მთავარსარდალმა არაერთ საკითხზე, მათ შორის მოახლოებულ არჩევნებსა და ქართულ ქარტიაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდებმა მსოფლიოს დაანახეს, რომ საქართველოს ერთადერთი გზა ევროკავშირია. ზურაბიშვილის გზავნილები უკვე შეაფასეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.