ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს. ისრაელის მედიის ცნობით, მასობრივი სარაკეტო თავდასხმა, გასულ დღეს სამხრეთ ლიბანში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე პასუხია, რომლის შედეგადაც, ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური თალებ აბდულა და კიდევ სამი მებრძოლი დაიღუპა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. მედიის ინფორმაციით, ისრაელმა „ჰეზბოლას“ სწორედ ის სარაკეტო გამშვები დანადგარი გაანადგურა, რომელიც დაჯგუფებამ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენა. ამავე ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ მეორე სარაკეტო იერიში განახორციელა და ისრაელის მიმართულებით 70 რაკეტა გაუშვა. მეხანძრეები ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს ებრძვიან.