ლანა გალდავა - „ლელოს“ ინიციატივაა, სუს-დან ანტიკორუფციული საქმიანობა გამოვიდეს და ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნას - გაუქმდება პარლამენტის ნდობის ჯგუფი, ხოლო თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ორ ნაწილად გაიყოფა - Palitra News

ლანა გალდავა - „ლელოს“ ინიციატივაა, სუს-დან ანტიკორუფციული საქმიანობა გამოვიდეს და ევროპული ანტიკორუფციული სააგენტო შეიქმნას - გაუქმდება პარლამენტის ნდობის ჯგუფი, ხოლო თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ორ ნაწილად გაიყოფა

2024-06-12 15:24:34+04:00

პარტია "ლელო" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს. საპარლამენტო ჯგუფმა მედიას ის კონკტეტული პუნქტები წარუდგინა, რაც მათი შეფასებით, უწყებას პილიტიკური კონტროლიდან გამოიყვანს. პარტია ლელო დებს პირობას რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში მიღებული იქნება ლუსტრაციის კანონი, რათა სახელმწიფო უწყებებში რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პირების მუშაობა გამოირიცხოს. მათ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჩამოერთვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია და ის დამოუკიდებელ ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს გადაეცეს.