დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს. სუს-ის მიერ წინა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტში წერილობითი ფორმით აპრილის თვეში შევიდა, თავდაპირველად სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოისმენენ. ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი წარადგენს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ კი პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც სუს-ის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმენენ.