ესტონეთის პარლამენტმა განცხადება მიიღო, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების, პარლამენტის ლიდერების და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ჯგუფის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებასა და მათ შორის ევროკავშირში შესვლის აკრძალვაზეც. აღნიშნულს ფაქტს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. როგორც ოპოციონერი დეპუტატები აცხადებენ, მათთვის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციების საკითხი მოსალოდნელი იყო, რადგანაც, უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ" მაინც მიიღო კანონი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას.