პრეზიდენტი ახალგაზრდებს - თქვენ შეძელით, მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული - მადლობა, რომ დიდი საქმე შეძელით, თქვენ უკვე გაიმარჯვეთ - Palitra News

პრეზიდენტი ახალგაზრდებს - თქვენ შეძელით, მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული - მადლობა, რომ დიდი საქმე შეძელით, თქვენ უკვე გაიმარჯვეთ

2024-06-12 09:17:46+04:00

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს ხვდება. პრეზიდენტმა მათ სიტყვით უკვე მიმართა. როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ახალგაზრდების როლი უმნიშვნელოვანესია. პრეზიდენტმა, ასევე, ე.წ. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაპროტესტების პროცესში ახალგაზრდების როლზეც ისაუბრა. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ახალი ეტაპი არჩევნებზე გადის და ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.