რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ არჩევნები ჩატარდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალან გავლოევის პარტიაში აცხადებენ, რომ ხმათა უმრავლესობა მათ მიიღეს. ოპოზიცია კი აცხადებს,რომ ე.წ საარჩევნო პროცესი გაყალბდა. რა განცხადებები კეთდება უკანონო არჩევნების შესახებ ოფიციალურ თბილისში და როგორია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ანა შათირიშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გავიგებთ.