დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები შედის - რა სახის ცვლილება იქნება აღნიშნულ კანონში და როგორ  პასუხობენ ოპოზიციის ბრალდებებს მმართველ გუნდში - Palitra News

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები შედის - რა სახის ცვლილება იქნება აღნიშნულ კანონში და როგორ  პასუხობენ ოპოზიციის ბრალდებებს მმართველ გუნდში

2024-06-11 19:45:14+04:00

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ოპოზიციის ინფორმაციით, კანონის მიღების შემთხვევაში საპენსიო თანხებს არა ექსპერტთა ჯგუფი, არამედ საქართველოს მთავრობა განკარგავს. ხელისუფლების ოპონენტები მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ოპოზიციის ბრალდებებს მმართველ გუნდში უარჰყოფენ, თუმცა კანონში ცვლილებებს ადასტურებენ და განმარტავენ რომ ცვლილებები მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციით მოხდა.