საქართველოს მთავრობის მეთაური უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობას იღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას იმ დახმარებას გაუსვა ხაზი, რომელიც საქართველომ უკრაინელ ხალხს ომის დაწყების შემდეგ გაუწია. გერმანიაში მყოფი პრემიერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერასაც გამოხატავს. მისი განცხადებით, საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს, რათა უკრაინის ეკონომიკურ აღდგენაში საკუთარი წვლილი შეიტანოს .