აჯიკა, ფხალი და ისპანახი მსოფლიოს საუკეთესო დრესინგების ასეულშია. თეისტი ატლასმა მსოფლიოში საუკეთესო დრესინგების ასეული განაახლა. რეიტინგში პირველი სამეული ლიბანურმა, პერუსდა სერბების საკმაზებმა დაიკავა. ასეულში სამი ადგილი ქართულ საკმაზებს ერგო. ფხალი რეიტინგში 26-ე ადგილს, ისპანახი 30-ეს, ხოლო აჯიკა 36-ე ადგილს იკავებს. „ფხალი ტრადიციული ქართული კერძია, რომელიც მზადდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა ფოთლისგან: ისპანახი, ჭარხალი, კომბოსტო ან ჭინჭარი. ეს უნიკალური ნაზავი ბურთულების ფორმისაა და გაფორმებულია ბროწეულის მარცვლებით“, - წერს გამოცემა. თეისთ ატლასი წერს, რომ ისპანახის ფხალი ქართული ტრადიციული კერძია, რომელიც მზადდება ისპანახით, ნიგვზით, ნივრით, ხაჭოს, წითელი ღვინის ძმრითა და სხვა ინგრედიენტებით. „რეკომენდებულია ისპანახის მირთმევა ბროწეულის მარცვლებთან ან თხილთან ერთად, უხდება მჭადი და ხაჭაპურიც“, - წერს გამოცემა. ამასთანავე, პუბლიკაციაში აჯიკას შესახებ ვკითხულობთ, რომ ესაა ქართული ცხარე პასტა, რომელიც მზადდება მწარე წიწაკით, ნივრით, ნიგვზით, ახალი მწვანილებითა და სანელებლებით. „იგი ყველაზე ხშირად გამოიყენება როგორც არომატიზატორი სხვადასხვა ხორცისა და თევზით მომზადებული კერძებისთვის“, - აღნიშნულია სტატიაში.