ბათუმში ახალაშენებული ბინები გაძვირდა. Recov.ge-ს მონაცემებით, მაისში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 090 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ძველი ბინების შემთხვევაში საშუალო შეწონილი ფასი 1%-ით შემცირდა და 724 დოლარი გახდა. რაც შეეხება გაყიდვებს, მიმდინარე წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9%-ით, 1 261 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომამ კი 7%-ით იკლო და 62 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებისთვის, მაისში საშუალო გასაყიდი ფასი დედაქალაქში ერთ კვადრატულ მეტრზე 1 036 დოლარი იყო. გაყიდული საცხოვრებელი ბინების რაოდენობამ 3,225 ერთეული შეადგინა და წინა წლის მაისთან შედარებით 10%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 6%-ით, 208 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.