საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი კვლავ დაახლოებით 13%-ის ფარგლებშია. გასული წლის წინასწარი მონაცემებით, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილმა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 12.74% შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წელთან შედარებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 0.4%-ით არის შემცირებული. მონაცემებს MONEYVAL-ი თავი ანგარიშში აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში მშპ-ში დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი სტაბილურად მცირდება, 2023 წელს კი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს, ღირებულების მხრივ, დაუკვირვებად ეკონომიკაში ყველა დიდი წილი ვაჭრობის, სასტუმროების და რესტორნების, დამამუშავებელი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებზე მოდიოდა.
ცნობისთვის, არაფორმალური ეკონომიკა მოიცავს ანაზღაურებად საქმიანობებს, რომლებიც არ აღირიცხება სახელმწიფოს მიერ საგადასახადო, შრომითი ან სხვა მიზნებისთვის, თუმცა კანონიერია და არ უკავშირდება დანაშაულებრივ საქმიანობას.