საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა. გამოძიების შედეგად, აღნიშნულ ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.