აშშ-ის მხრიდან „ქართული ოცნების“ მიმართ დაწესებული სანქციების შემდეგ დღეს პარლამენტში პირველი პლენარული სხდომა გაიმართება, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება. ამავდროულად, მმართველი პარტია მომდევნო კვირიდან აპირებს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანის წინაარმდეგ შექმნილი საკანონმდებლო პაკეტი განიხილოს. დილიდან აღნიშნულ საკითხს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა.