დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კანონის მიღების შემთხვევაში, საპენსიო თანხებს არა ექსპერტთა ჯგუფი, არამედ ირაკლი კობახიძე განკარგავს. ოპოზიცია მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდა - ისინი ამბობენ, რომ დაინიცირებული ცვლილებებით „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა ფულს უკანონოდ მიითვისებს და მას წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის გამოიყენებს. ოპოზიციის ბრალდებებს მმართველ გუნდში უარჰყოფენ, თუმცა კანონში ცვლილებების ადასტურებენ და ამბობენ, რომ მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაა.