იმის ნაცვლად, რომ პარტნიორები დაგვეხმარონ და გვითხრან, სად ხედავენ პრობლემას, ისინი სანქციების ენით გველაპარაკებიან - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის აგრესიულ ბუნებას საქართველო სისხლით უპირისპირდება. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყანა ტურბულენტურ ზონაში იმყოფება და მას მუდმივად უწევს თავის დაცვა რუსეთისგან. სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი სანქციების დაწესებას არაპარტნიორულ დამოკიდებულებას უწოდებს.