უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები სუმის ოლქის სოფელ რიჟივკაში პროპაგანდისტული ოპერაციის მოწყობას შეეცადნენ.პრეზიდენტის თქმით, უკრაინული ძალები სუმის ოლქში ვითარებას სრულად აკონტროლებენ. მისი თქმით, გრძელდება რუსული დივერსიული ჯგუფების აქტიურობა, რომლებსაც ანადგურებენ. ამასთან, მისივე თქმით, პარალელურად, ხარკოვის ოლქში უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ყველაზე რთული სიტუაცია დონეცკის ოლქშია. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთის მიმართულებით ვითარება ძირითადად უცვლელია და უკრაინელები თავიანთი პოზიციების გაძლიერებას განაგრძობენ.