გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პრესსპიკერის განცხადებით, გერმანია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს. მისივე თქმით, მორიგი არჩევნების თარიღი მომავალი შემოდგომაა. ამასთან, ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, კანცლერის „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ ხმების 14%-ით მესამე ადგილი დაიკავა. არჩევნებში ხმების 30%-ით კონსერვატიული ბლოკი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალური პარტიის გაერთიანება ლიდერობს, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" ხმების, დაახლოებით, 16%-ით, ამასთან, „მწვანეებმა“ ხმების 12%, ლიბერალურმა „თავისუფალმა დემოკრატიულმაა პარტიამ კი 5% მიიღო. არჩევნების შედეგების გამო, ოპოზიციურმა პარტიებმა ოლაფ შოლცს ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდეს.