ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამავე განცახდების თანახმად, შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას, იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. ამერიკისა და საფრანგეთის პირველი პირების განცხადებას ქართული ოცნება პასუხობს. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მოსახლეობის განწყობები და საქართველოს მთავრობის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. მათივე განცხადებით. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ათეულობით წელია მიღებული აქვს როგორც ამერიკას, ისე საფრანგეთს.