პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებას "პენსიების ქურდ კანონად" მოიხსენიებს. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს ფინანსური სანქციებით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, ამ თანხას ივანიშვილის ბიზნესმენების კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ. პარტია ახალის თავმჯომარე საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხებასა და რუსული რეჟიმის დასრულებისკენ მოუწოდებს.