პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილის თქმით აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ ანტიდასავლური რიტორიკის გაღრმავებას. რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში აღნიშნულ საკითხზე.