ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ბენი განცს მოუწოდებს, რომ ისრაელის ომის კაბინეტი არ დატოვოს. მისივე თქმით, ისრაელი ეგზისტენციალურ ომში იმყოფება და ახლა ომის კაბინეტის დატოვების ნაცვლად ძალების გაერთიანების დროა. ნეთანიაჰუმ იმის პირობა დადო, რომ გამარჯვებას გააგრძელებს და ომის ყველა მიზნის მიღწევას, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებას და ჰამასის განადგურებას შეძლებს. აქამდე ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა. მისივე განმარტებით, ხელისუფლების დატოვების გადაწყვეტილება რთული და მტკივნეულია, მაგრამ ქვეყანასა და გადაწყვეტილების მიღების ოთახში ვითარება შეიცვალა. მისივე თქმით, ნეთანიაჰუ პირად პოლიტიკურ ინტერესებს ღაზას სექტორის ომის შემდგომი სტრატეგიის შემუშავებაზე მაღლა აყენებს.