ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე დე კროო არჩევნების შედეგების გამო თანამდებობას ტოვებს. როგორც არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, ეს განსაკუთრებით რთული საღამო იყო. ბელგიელმა ამომრჩევლებმა ხმა არა მხოლოდ ევროკავშირის არჩევნებში, არამედ ფედერალურ და რეგიონულ არჩევნებშიც მისცეს. წინასწარი შედეგების თანახმად, პირველ ადგილზე უმსხვილესი ულტრამემარჯვენე პარტია „Vlaams Belang“-ია, მაგრამ მან მოსალოდნელზე ნაკლებ შედეგს მიაღწია. როგორც ცნობილია, დე კროოს შვიდპარტიული მმართველი კოალიცია უმრავლესობის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს. პრემიერმა ახალ ფლამანდიურ ალიანსს, მიღებული შედეგი უკვე მიულოცა.