სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ოპოზიციური პარტიები სანქცირებულთა სიის გაფართოებას ელოდებიან. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელმა პარტნიორებმაც დაასანქცირონ. რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური მხარეები და როგორია კონკრეტულად ოპოზიციონერთა მოლოდინი.