„ჰამასის“ აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ბოლო სამხედრო ოპერაციის დროს 3 ისრაელელი მძევალი დაიღუპა. როგორც მედია წერს, ისრაელის სამხედროების მიერ მძევლების გათავისუფლების ოპერაციისას დაღუპულთა შორის ერთ-ერთი აშშ-ის მოქალაქეა. ოპერაციის შედეგად, ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 4 ადამიანი გაათავისუფლეს. ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები წერენ, რომ ოპერაციის დროს 274 პალესტინელი დაიღუპა.