კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ტელეოპერატორებისთვის 2-დღიანი სემინარი ჩატარდა, რომელსაც “როიტერის” რეპორტიორი, დავით ჩხიკვიშვილი წარუძღვა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები ამბის ერთი კადრით მოყოლის ტექნიკას, გადაღების დაგეგმვის პროცესს, განათების, ფოკუსის და კომპოზიციის შერჩევის პრინციპებს, ასევე, კონფლიქტისა და საგანგებო სიტუაციების გაშუქების თავისებურებებს და სტრესის მართვის მეთოდებს გაეცნენ.