“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ლევან ხაბეიშვილის თანამდებობიდან გადადგომას მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ სხვა შემთხვევაში თავმჯდომარის შეცვლის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგებოდა. მათივე განმარტებით, პარტია შიდა დემოკრატიითა და რაციონალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა, რაც უცვლელ მოცემულობად რჩება. ხაბეიშვილის გადადგომას სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც განიხილავენ. ისინი უმსხვილესი ოპიზიციური პარტიის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს გამოჯანმრთელებას, ახალს კი წარმატებას უსურვებენ.