ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველად წლიურ ანგარიშს 28 ივნისს წარადგენს. როგორც მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, „ქართული ოცნებისგან“ ახალი ინფორმაციის მოსმენას არ ელოდებიან, ამიტომ პრემიერის მოახლოებულ გამოსვლას „ყველაზე მოსაწყენ პროცესს“ უწოდებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ანგარიშში კობახიძე რუსეთს ოკუპანტ ქვეყანად არ მოიხსენიებს, ამიტომ, მათი შეფასებით, მმართველი პარტია კვლავ პუტინის წესებით მოქმედებს.