ბათუმის ნავსადგურში ხანძარი იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ნავსადგურში საბურავებს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პალიტრანიუსს” განუცხადეს, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე სამართალდაცვებიც იმყოფებოდნენ.