ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები გრძელდება. საარჩევნო უბნები 8 ივნიის სამ ქვეყანაში, ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში გაიხსნა. ხმისმიცემის შედეგად ლატვიაში ევროკავშირის ცხრა დეპუტატს აირჩევენ. ევროპარლამენტში ადგილებისთვის 16 პარტია და პოლიტიკური გაერთიანება იბრძვის. რაც შეეხება მალტას, ამომრჩევლები ექვს კანდიდატს ირჩევენ. არჩევნებია სლოვაკეთშიც, სადაც ევროპარლამენტის 15 დეპუტატს ირჩევენ. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. რობერტ ფიცომ ხმა საავადმყოფოდან მისცა. 7 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნები ჩეხეთსა და ირლანდიაში ჩატარდა. ჩეხეთში ხმის მიცემა დღესაც გაგრძელდება. ევროპარლამენტის არჩევნები 9 ივნისს დასრულდება. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც წევრ სახელმწიფოს ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად წარმოადგენენ.