რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ ოსეთში უკრაინელების მიერ გაშვებული დრონი ჩამოაგდეს. სამინისტროს ინფორმაციით, 8 ივნისს, მოსკოვის დროით დაახლოებით, 08:40 საათზე, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. მათივე ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის -ალანიის ტერიტორიაზე მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მენიაილოს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც მოზდოკის სამხედრო აეროდრომისკენ მიფრინავდნენ.